სტუმარი დაიწყეთ უფასოდ

Airbnb კალენდრის სინქრონიზაცია

განახლდა: 2026-11-03 · ავტორი: ივანე ქუთათელაძე

Airbnb-ს კალენდრის ბმული თითოეული განცხადებისთვის აქვს. მისი დაკავშირება 2 წუთს სჭირდება და Airbnb-ის ოფიციალური ინსტრუქციით კეთდება.

ბმულის კოპირება (ექსპორტი)

  1. გახსენით Airbnb კომპიუტერიდან და შედით „Calendar“ (კალენდარი) განყოფილებაში.
  2. აირჩიეთ განცხადება და გახსენით „Availability“ (ხელმისაწვდომობა).
  3. „Connect calendars“-ში დააჭირეთ „Connect to another website“.
  4. დააკოპირეთ Airbnb-ის კალენდრის ბმული და ჩასვით „სტუმრის“ არხებში.

სხვა კალენდრის შემოტანა (იმპორტი)

  1. იმავე ფანჯარაში ჩასვით სხვა კალენდრის ბმული. ის .ics-ით უნდა მთავრდებოდეს.
  2. დაარქვით კალენდარს სახელი, მაგალითად „სტუმარი“, და დააჭირეთ „Add calendar“.

რა უნდა იცოდეთ

  • Airbnb, მისივე ცნობით, მიერთებულ კალენდრებს ავტომატურად ახლებს დაახლოებით ყოველ 3 საათში; „Refresh“ ღილაკით ადრეც შეგიძლიათ შეამოწმოთ.
  • იმპორტი 2 წლამდე მონაცემს მოიცავს.
  • Airbnb ზღუდავს განახლების მოთხოვნების რაოდენობას, ამიტომ „Refresh“-ს ხშირად ნუ დააჭერთ.

ხშირი კითხვები

ტელეფონის აპიდან შეიძლება?

შეიძლება, მაგრამ ბმულის კოპირება კომპიუტერიდან უფრო მარტივია.

Airbnb-ის ჯავშნის თანხა გადმოვა?

არა, iCal მხოლოდ თარიღებს გადასცემს. თანხას „სტუმარში“ ჩაწერთ ხელით ან ბანკის ამონაწერიდან.

სცადეთ „სტუმარი“ უფასოდ

ყველა ჯავშანი ერთ კალენდარში, დღის გეგმა და გადასახადის ციფრები. 14 დღე უფასოდ, ბარათიდან თანხის ჩამოჭრის გარეშე.

სხვა სახელმძღვანელოები